პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება, რაც მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვბელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ერთი კვირის წინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან