რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას სკოლები - ივანე ჩხაიძის განმარტება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება.
ექიმის თქმით, ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა მაღალია და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს.
"ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან