ძალიან საშიში ხალხია, ბოლო კვარტალში მილიარდი იშოვეს - ფხაკაძე
არის ნაწილი, რომელიც ჩათრეულია ანტივაქსერულ სექტაში.
ესენი არიან მსხვერპლი და სჭირდებათ დახმარება. ასევე, არიან ანტივაქსერების ე.წ. ლიდერები, რომლებიც ძალიან საშიში ხალხია - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ადამიანები ხალხში არსებული გარკვეული შიშებით მანიპულირებენ. მისივე მტკიცებით, ასეთმა ჯგუფებმა უკანასკნელ კვარტალში მილიარდი იშოვეს.
"არაერთი სტატია დაიწერა და გამოძიება ჩატარდა, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი შარლატანი ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ, იშოვონ ფული. წინა კვარტალში, ანტივაქსერებმა მსოფლიოში მილიარდი იშოვეს სხვადასხვა გზით. ისინი თამაშობენ და მანიპულირებენ ადამიანების შიშით და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ხდება. რამდენიმე მიმართულება აქვთ - ერთნი თამაშობენ ადამიანების შიშზე, მათ შორის, რელიგიურზე და ამბობენ, რომ ვაქცინა ცუდია და მათ აქვთ „მაგიური გამოსავალი“. ზოგი ყიდის ბალახს, ტაბლეტს და სესიებსაც კი... ანუ ანტივაქსერულ მოწოდებებს იყენებენ, როგორც მარკეტინგულ გზას, რათა გამდიდრდნენ. მეორე კატეგორია სოციალური ქსელის პოპულარული „ინფლუენსერები“ არიან, ისინი აგროვებენ აუდიენციას და ამ გზით შოულობენ ფულს და არის მესამე კატეგორია, რომელიც აგროვებს აუდიენციას და შემდეგ ყიდის, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. ასეთი რამ მოხდა საქართველოშიც, როცა გამოიყენეს კოვიდის თემა, შექმნეს ჯგუფი და შემდეგ ის ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს ჯგუფი დაიბლოკა რამდენჯერმე" - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "ვერსიასთან" ინტერვიუში.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი