ერთი საღი გადაწყვეტილების შესახებ გავიგე - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დიღმის საველე ჰოსპიტლის დახურვის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას იწონებს.
მისი თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლის მართვა არ იციან და ასეთი დაწესებულების საჭიროებაც არ არის.
"ამ ბოლო დროს ერთი საღი გადაწყვეტილება მაინც გავიგე.
მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი კოვიდის საველე ჰოსპიტლების გახსნის, ვინაიდან:
ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს (ქვეყანაში არის 17,000 საწოლი და მხოლოდ 7.500 არის გამოყენებული კოვიდისთვის, ანუ რეზერვი კიდევ არის 3,000-4,000 საწოლი. დანარჩენი 2,000-3,000 არის ხელშეუხებელი სპეცსაწოლები (ფსიქიატრიული, ტუბერკულოზი…)
შესაბამისი გამოცდილება არ არის (ვინ იყო ის ექსპერტი/ექსპერტები, ვინც ეს “გააკეთა”
ეს საველე ჰოსპიტლები არის უფრო დიდი საფრთხის შემცველი. რატომ? არ იყო გათვლილი:მომზადებული სათანადოდ საპირფარეშოები, ვენტილაციის საკითხი და ზოგადად ინფექციის კონტროლის სისტემები
კარგია რომ დროზე მიხვდნენ.პს: ვერ მართეს რა …" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით