"ძალიან სამწუხარო ფაქტია" - ამირან გამყრელიძე
ორსულებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ხვალ ან ზეგ მეან-გინეკოლოგთა განახლებული ასოციაცია განახლებულ პროტოკოლს შემოგვთავაზებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ორსულებს, გაიკეთონ აცრდა, რაც თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს.
„შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გართულებისა და გარდაცვალების შესაძლებლობას. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა