ამ გვერდის ამობედვა

კოვიდგადატანილების ნაწილს ანტისხეულები არ უყალიბდება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდგადატანილთა 1/3-ს ანტისხეულები არ უყალიბდება,

ამიტომ, მისი თქმით, საუკეთესო იმუნიტეტი უყალიბდება მათ, ვინც კოვიდის გადატანის შემდეგ აცრა გაიკეთეს. 

 

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი”. რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს) , ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული" - წერს კულუმბეგოვი. 

წაკითხვა 373 ჯერ