" როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? - ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იყოს.

ლილუაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ “მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს.”

 

“მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. ხალხის დაპირისპირება “ქართული ოცნების” მიზანია და არა ჩვენი გუნდის. ამიტომ, ამ მიზნის მიღწევაში ჯერ ერთი, არავინ არ უნდა დაეხმაროს “ქართულ ოცნებას” და მერე მეორე ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია. როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა “ოცნება” ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? საზოგადოებას ისევ დაპირისპირებას სთავაზობ? ამიტომ, ეს არ არის გამოსავალი.

 

მთავარია ის, რომ “ქართულმა ოცნება” თავისი სახე გამოაჩინა. ახლა ერთი კი არა ათი “რუსული კანონი” რომ მიიღოს, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. მთავარი გადაწყვეტილება ყველამ იქ უნდა დავაფიქსიროთ და ეს ხალხი [“ქართული ოცნება”] უბრალოდ მოვიშოროთ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ ოპოზიცია "აუცილებლად ეცდება", პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.

 

“29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წაკითხვა 226 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 25 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.