"ეს გაახშირებს და გააძლიერებს ვირუსის მუტაციას" - მაია ზალდასტანიშვილი
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობის ნაწილი აცრაზე უარს იტყვის, ეს კორონავირუსის ახალ მუტაციებს შეუწყობს ხელს.
ამასთან, მისი განმარტებით, აუცრელი ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ახლობლების სიცოცხლესაც დებს სასწორზე.
"ფაქტია, ამ რეგულაციებით ის მაინც მოვიპოვეთ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდა და შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა.
იმ ფაქტმა, რომ ადამიანი არ იცრება, ანუ არ არის ვაქცინირებული და მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია აცრილი, შეიძლება კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს ვირუსის მუტაცია. ამაზეც ვიფიქროთ. ასევე, თვითონ პიროვნება, ვინც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს თავის თავსაც და ასევე მის ახლობლებს.
ამიტომ, ჩვენც ექიმებმაც, ყველა სიტყვა ჩვენი მოვზომოთ, დავფიქრდეთ და ისე ვთქვათ ხმამაღლა, რომ არ მივიდეთ სავალალო შედეგამდე და კიდევ არ ავარდეს ინფიცირებულთა რიცხვი და არ ჩავარდეს კლინიკა გაუსაძლის მდგომარეობაში," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან