რომელი ვაქცინაა პოპულარული საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია.
მისივე თქმით, საქართველოში პოპულარობით "ფაიზერი" სარგებლობს, შემდეგ "სინოფარმი" და "სინოვაკი".
"დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე "ფაიზერი", რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს "ფაიზერი". საკმარისი რაოდენობით არის "სინოფარმი"- "სინოვაკი". ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს "ფაიზერი" შემდეგ "სინოფარმი" და "სინოვაკი". ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს', - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა