"ასაცრელად თავისი ნებით კიდევ 200 ათასი ადამიანი შეიძლება მოვიდეს, მეტი არა" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავისი ნებით ასაცრელად, შესაძლოა, კიდევ 200 ათასი ადამიანი მივიდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი საკმარისი არ არის და ვაქცინაციის ტემპის გასაძლიერებლად ახალი მექანიზმი უნდა გააქტიურდეს.
"დაახლოებით მილიონამდე ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, 760 ათასამდე არის ორჯერ აცრილი. ჩავთვალოთ, რომ მილიონი ადამიანი აცრილია ერთჯრედად. რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით, როგორც აქამდე მოდიოდნენ, არის დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, 150, მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი, მეტი არა. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ კუმულაციური იმუნიტეტი თანდათან უფრო მეტია, ანუ აცრილი და ის, ვისაც გადატანილი აქვს. ახლა ვმსჯელობთ და დარწმუნებული ვარ, საბჭო ალბათ, მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებს შესაბამისი მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით. რამდენიმე ვერსიაა. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივლისისთვის
- “ხაბე, რომ 5000 ლარიანი აგენტია წყალი არ გაუვა, ხოლო ვისი აგენტიც ხაბეა არის მოღალატე არამხოლოდ ოცნების, არამედ ქვეყნისაც” - გიორგი ზერეკიძე
- “მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც აკრობატიკა ჰქვია” - გიორგი ვოლსკი ელისაშვილზე
- “აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ” – პაპუაშვილი
- სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ – როგორ ამინდია მოსალოდნელი საქართველოში