მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში – ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო… საბრალოს, მატარებლის ვაგონში უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა. სამგორის მეტროს სადგურზე რა არ უკეთეს, ერთ საათზე მეტი. სასწრაფოს ექიმები მისი გულის ასამუშავებლად ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ…
გული გაუჩერდა საბრალოს.
ყველა პულსის შკალას ვუყურებდით მონიტორზე, უამრავი ადამიანი ვგულშემატკივრობდით, ზოგი ლოცულობდა, ზოგი ტიროდა, არაფერი გამოვიდა… წამიერად გარდაიცვალა საწყალი.
მართლაც რომ, წუთია წუთისოფელი და მაინც, ადამიანების უმრავლესობა ისე ცხოვრობს, თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდეს.
არ ვიცი ვინ იყო, როგორც მისმა მეგობრებმა თქვეს, სტუდენტი იყო და სასწავლებლიდან მოდიოდნენ…უფალმა გაანათლოს მისი სული…“, – წერს თვითმხილველი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
- 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
