მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია.
ივანე ჩხაიძე ორი ვირუსის ერთმანეთზე დართვის შემთხვევაში მძიმე შემოდგომა-ზამთარს პროგნოზირებს.
"შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, თუ გაციების კვალდაკვალ დავაფიქსირებთ რესპირატორული ვირუსების მატებას, მათ შორის, გრიპი არის ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის.
რისკი იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება. ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა