"15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, China Eastern Airlines - ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
„მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი - შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსზე აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026, რომელიც მიმდინარე წლის 26 – 28 მაისს შანხაიში გაიმართება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
