"დელტა პლუს" შტამი სავარაუდოდ კიდევ უფრო გადამდებია - ბრიტანელი მეცნიერები
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, COVID-19-ის დელტა პლუს ვარიანტი, აჩვენებს რისკს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო გადამდები იყოს.
ამ ეტაპზე ცნობები იმის შესახებ, რომ დელტას ახალი ქვეკატეგორია უფრო მძიმე ავადობას იწვევს, არ არსებობს.
მეცნიერები, რომლებიც დელტა შტამის ახალ ვარიანტს იკვლევენ, აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით უკვე არსებული ვაქცინები მის მიმართაც საკმაოდ ეფექტური დაცვის საშუალება იქნება.
ამავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ Delta Plus-ით / AY.4.2-ის შემთხვევებმა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად იმატა.
ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევათა 6%-სწორედ ამ კატეგორიის შტამია.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე