"ვაღიარებთ, რომ ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანია უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო"
ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვერ იტყვის იმას, რომ ვაქცინაციის კამპანია არ არის ეფექტური, რადგან მისივე განმარტებით, ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებმა კიდევ მეტი გაიგონ ვაქცინის შესახებ.
„49 დიდ სოფელში, სადაც დავდივართ, ბევრი ადამიანი ემზადება იმისთვის, რომ აიცრან და ეს შემდგომში გაიშლება სხვა დასახლებულ პუნქტებში. როცა მეკითხებიან, რა დავაკელით, დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც ვაქცინები გაქვს შესაბამისი”, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა