არის თუ არა ახალი შტამი უფრო სწრაფად გადამდები - ინფექციონისტის განმარტება
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე საუბრობს.
მისი თქმით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის ქვე შტამი შესწავლის პროცესშია.
"დელტა" შტამის მუტაციის შედეგად ახალი ქვე შტამი წარმოიქმნა. რუსეთის გარდა ეს შტამი გვხვდება დიდ ბრიტანეთში, ამაზე დაკვირვება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებითად ვერ ვისაუბრებთ არის, თუ არა მძიმე შტამი და სწრაფად გავრცელებადი.
დროთაგანმავლობაში ინფორმაცია განახლდება და მეტი რამ გვეცოდინება, რაც ახლა ვიცით არის ის, რომ შედარებით მძიმედ ვითარდება და სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ მინდა მოსახლეობა შეშინდეს და ეს არის პირველადი ინფორმაცია და ჯერჯერობით ბოლომდე არაფერია შესწავლილი.
სანამ პანდემია იქნება ყოველთვისაა რისკი, რომ ახალი შტამი გაჩნდეს წინაზე უფრო მძაფრი. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს ყველას, ქვეყნებმა მალე მოახდინონ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
ჩვენი როლია წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში, ვაქცინაცია აუცილებელია,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან