სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.მისი თქმით ეს წესი განსაკუთრებით ექიმებისა და მედიცინის მუშაკებზე უნდა გავრცელდეს.
პაატა იმნაძე ვაქცინაციისკენ პედაგოგებსაც მოუწოდებს.
"მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ. განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისადმი, როგორებიც არიან ჩემი კოლეგები და პედაგოგები. მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც გასათვალისწინებელია",- განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან