ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რესპირატორული ვირუსების გააქტიურებასთან ერთად კორონავირუსის პანდემიის მართვა ზამთრის პერიოდში სულ უფრო გართულება.
მისი განცხადებით, აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ხელისუფლება და საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს ხვალ მიიღებს.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპის ზრდის გარეშე პანდემია არ დამთავრდება.
"ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზეც უკვე კონსესუსი არსებობს.; როგორც წამახალისებელი, ისე 60 წლის ზემოთ ასაკში და ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებით. ამ ღონისძიებებმა უნდა მაქსიმალურად გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში. აცრის გარეშე ქვეყანაში ეს პანდემია არ დამთავრდება.
გვექნება ეს ტალღები და, სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი