ჯანდაცვის სისტემა ზღვარზეა - გამყრელიძე
ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მომდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 200 ლარი ეძლევათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.
"მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37 პროცენტია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 პროცენტი, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90 პროცენტი. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000-ია დღეს აქტიური პაციენტია ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევეციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხას შევიტანთ ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია", - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- “საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი” - გურამ მაჭარაშვილი
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა
- “რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს” - კიტ კელოგი
- 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- “რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა” - ირაკლი ზარქუა