ისრაელში 100%-ით ეფექტური კოვიდ პრეპარატი შექმნეს
ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს.
ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა.
მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.
„თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს", - ნათქვამია მოხსენებაში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ტესტირება ჩატარდა როგორც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში, ასევე მძიმედ დაავადებულებში.
„იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტები, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს, ტესტირება 100% წარმატებით დასრულდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
პრეპარატის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ამორფული კალციუმის კარბონატია (ACC). მედიკამენტი პერორალურად ან ინჰალაციის გზით მიიღება. იგი გავლენას ახდენს კორონავირუსის უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების უნარზე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე