"ომიკრონი" ქვეყანაში გავრცელებული Covid 19-ის შემთხვევების 10%-ს შეადგენს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით "ომიკრონმა" ქვეყანაში ცირკულირებული Covid 19-ის შემთხვევების 10% შეადგინა.
შტამი ინფიცირების შემთხვევებიდან 600-მდე შემთხვევაში დადასტურდა. ამ დრომდე ჰოსპიტალში "ომიკრონით" მხოლოდ 8 ადამიანი მოხვდა.
"დღეს, დიდი ალბათობით, საერთო დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი. იმატებს ბავშვთა ასაკში, ანუ 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა კატეგორიაში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი