''საუბარი ჯერ ადრეა, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება, ვირუსის მუტაციის რისკი კვლავ არსებობს'' - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევები, პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება, ვიდრე ვირუსის მუტაციის რისკი არსებობს.
„ჯერ ადრეა საუბარი, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება. ვიდრე ინფიცირებულთა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად არ მცირდება, უნდა ვთქვათ, რომ პანდემიის დასრულება ჯერ შორს არის. არ შეიძლება საუბარი პანდემიის დასრულებაზე, ვიდრე არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აფიქსირებს ამ ფაქტს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ესენია „ომიკრონის“ ორი ვარიანტი, მეოთხე და მეხუთე, მესამე ვარიანტი კი კორონავირუსის პირველი და მეორე ვარიანტების ჰიბრიდულ ვერსიას წარმოადგენს. „ომიკრონმა“ თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერ არ ამოწურა, ვირუსის შემდგომი მუტაციის რისკი არსებობს. ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ იქნება ისეთი სტაბილური მდგომარეობა, როგორც საქართველოში, პანდემიის დასასრულზე საუბარი არ უნდა იყოს. ბევრი ევროპული ქვეყანა, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი აფიქსირებს შემთხვევების მატებას ისეთივე სახით, რა სახითაც საქართველოში იყო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. ამ შემთხვევების უკან „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დგას, ანალოგიური მატებაა აშშ-ში. ასე რომ, გლობალურად პანდემიის დასასრულზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, სტაბილურია და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო დღეების, კვირების მანძილზე კიდევ შემცირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი