,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია, – ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა (ახვლედიანი) გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ცურტაველი მიტროპოლიტის თქმით, მეუფე შიო უპირობოდ იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, რადგან მისმა უწმინდესობამ, ყველას წარუდგინა თავისივე სიცოცხლეში.
„მეუფე შიო უპირობოდ იქნება ერთ-ერთი კანდიდატი. არის მითქმა-მოთქმა, თითქოს, ანდერძი სად არის, იქ რა დაიწერა და ა. შ. არავითარი ანდერძი არ სჭირდება ამას, როდესაც თავის სიცოცხლეში, მისმა უწმინდესობამ, ყველას წარუდგინა და გავიდა უდიდესი დრო, რომ ეს არის ჩემი მოსაყდრე. მორჩა-გათავდა, ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება. დღეს შესაძლოა ანდერძი ცოტა მოძველებული სახეცაა, მაგრამ რა დროს ანდერძია, როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დაასახელა უწმინდესობამ. ვიზიარებ ასეთ ხედავს და ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, უპირობოდ, მეუფე შიო, ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია პატრიარქობის. ეს ყველაფერი უწმინდესობამ სიცოცხლეშივე დაადასტურა. ეს არის ცოცხალი ანდერძი, სხვა არავინ წარუდგენია მოსაყდრედ. 40 დღის შემდეგ იქნება კიდევ 2 კანდიდატი, მაგრამ ვინ და როგორები იქნებიან არ ვიცი“, – განაცხადა მეუფემ.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ლილე
- ,,კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო"- თენგიზ შარმანაშვილი
- დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
- 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
