"ეს არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია"
გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებულ 12 წლის დათუნა ხიზანიშვილს სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს.
როგორც პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული თუ როგორ დაემორჩილება მკურნალობას.
ბავშვის დედის, ჟურნალისტის ნინო გვაზავას თქმით, ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ნინო გვაზავამ განუცხადა.
"მაინტერესებს, საიდან აქვს დაავადებათა კონტროლს სტატისტიკური მონაცემები - როდის დაიწყება ვირუსული ეპიდემია, თუ ეს არ არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია. მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, როცა ეს ხდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. მით უფრო მომავალი თაობის. მე როგორც მსხვერპლს, დიახაც მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია. მოვითხოვ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყონ.
ჩემს შვილს დეკებრის შუა რიცხვებში შეხვდა ვირუსი, რომელმაც პნევმონია გამოიწვია, რასაც შემდეგ ლეოკოპენია დაგვერთო. სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, მათ შორის ჟანგბადის. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეადამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას. რაც შეეხება მედპერსონალს, მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სრულაიდ მობილიზებულები არიან. იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს შეიძლება. დასვენების დღეებშიც კი მუშაობდნენ, მადლობა მათ", - განაცხადა ნინო გვაზავამ.
სიახლეები
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი
- უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა
- "საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები" - ადვოკატი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს