"აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი გულწრფელად ისწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ეს კონფლიქტი აშშ-ისთვის აშკარად საჭირო არ არის, მათ ბევრი სხვა პრიორიტეტული ამოცანა აქვთ. ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვართ მათი, მაგრამ ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბარში მას გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ზავის გეგმების შესახებ აცნობა, რომელსაც ამერიკელმა ლიდერმა მხარი დაუჭირა, თუმცა კიევიდან დაუყოვნებელი რეაქცია არ მოჰყოლია.
„მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ გამოვაცხადეთ, რეაქცია არავისგან მოჰყოლია. გავიდა, ერთი, ორი დღე, როგორც ჩანს, კიევში დაფიქრდნენ და კარგად გაიაზრეს, რომ ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი იყო და როგორც ჩანს, თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნიეს ამაზე რეაგირება. მაგრამ როგორ უნდა მოეხდინათ რეაგირება? ჩვენს წინადადებაზე უბრალოდ დათანხმება, როგორც ჩანს, წამგებიანად მიიჩნიეს. ამიტომ სხვა წინადადება მოიგონეს“, – აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- “ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია” - გია ხუხაშვილი
- "თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით"
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან" - ევროპარლამენტი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისიდან
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
