ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

"ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდ სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში.

 

სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება.

 

"NCDC დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებს მიმართვის შემთხვევაში", - დასძენენ უწყებაში.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტმა კოვიდინფიცირების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაიცვალა 16 900-ზე მეტი ადამიანი.

წაკითხვა 215 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2022

სიახლეები