ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსი სეზონური ვირუსია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი კორონავირუსთან დაკავშირებით. უწყების პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღმოჩენილი ახალი შტამების დასახელების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა მათთვის "ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს".
"მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს... ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
თითქმის 9 თვეა საქართველოში აღარ ქვეყნდება კორონავირუსით ინფიცირების ყოველთვიური სტატისტიკაც კი, რამდენიმე თვით ადრე ეს მონაცემები ყოველდღიურად იყო ხელმისაწვდომი. კორონავირუსის გავრცელების საკითხი მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც მედიამ დაიწყო ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ქალაქ უხანში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მისი ოფიციალური სახელია - ახალი კორონავირუსი, COVID-19. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს. მას შემდეგ დაინფიცირდა 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 1,6 ათასს აჭარბებს.
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი