“მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სომხეთში ყოფნისას განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე დასასწრებადაა ჩასული.
„მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. მოკლედ, საინტერესო ღონისძიებაა და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება დაკავშირებადობის ნაწილში საქართველოს როლს, ამიერკავკასიის და განსაკუთრებით, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით. ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
