ამ გვერდის ამობედვა

"არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"

 
არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი. კარგად უნდა გვესმოდეს – დიუშენის ხუთივე მედიკამენტთან მიმართებით საჭიროა დეტალურად მსჯელობა: აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. მნიშვნელოვანია – კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რეალურად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: სიცოცხლის გახანგრძლივება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
წაკითხვა 82 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 10 2026