7 პროდუქტი რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მშველელია
ქართველების უმრავლესობას იოდის ნაკლებობა აქვს.
ის არ სინთეზირდება ორგანიზმში და ადამიანმა უნდა მიიღოს საკვებთან ერთად დღეში 150 მკგრ-ის ოდენობით. თუმცა ამ დოზის მისაღებად საკმარისი არაა იოდის შემცველი პროდუქტების ჭამა, საჭიროა მათი სწორი მიღება.
იოდის შემცველი პროდუქტების მიღება შემდეგ ბოსტნეულთან ერთად არაა რეკომენდებული:
ყვავილოვანი კომბოსტო;
თალგამი;
ბოლოკი;
მდოგვი;
სოიო;
თალგამურა;
ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებები ბლოკავს იოდის შეწოვას. იოდის კარგად ასათვისებლად და ფარისებრი ჯირკვლის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა სრულფასოვანი ცილის საკმარისი რაოდენობით მიღება. ორგანიზმს უნდა მიეწოდოს მარგანეცი, კობალტი, სელენი, სპილენძი, რაც ასევე ხელს უწყობს იოდის შეწოვას.
იოდით ორგანიზმის მომარაგებას ხელს უწყობს იოდიზირებული მარილიც. გაცხელებისას იოდი ორთქლდება, ამიტომ მზადების პროცესში მარილის დამატება უაზრობაა.
ვირთევზას ღვიძლი
იოდის დღიურ ნორმას შეიცავს 43 გრამი ღვიძლი. მასში ასევე ბევრია ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, D, E და C ვიტამინები.
წითელი ხიზილალა
იოდის დღიურ ნორმას შეიცავს 50 გრამი ხიზილალა.
წითელი ხიზილალის ცილა ხორცის და რძის ცილაზე უკეთ აითვისება. გარდა ამისა, წითელი ხიზილალა დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელი ფორმის იოდს შეიცავს. იოდის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინები და მიკროელემენტები: ფოსფორი, კალიუმი, რკინა, А, D, E ვიტამინები.
კრევეტები
იოდის დღიურ დოზას შეიცავს 79 გრამი კრევეტები. ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტებიდან კრევეტები შეიცავს იოდს. ის ასევე შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტს ასტაქსანტინს, რომელიც ძალიან ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აუმჯობესებს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
ხეკი
დღიურ დოზას შეიცავს თევზის 93 გრამი. ამ ნაკლებად პოპულარულ თევზში არის იშვიათი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი B12, D და PP ვიტამინები. ხეკში ბევრია ფოსფორი, გოგირდი, კალიუმი, ქრომი და კობალტი.
ზღვის კომბოსტო
დღიურ დოზას შეიცავს 70-100 გრამი პროდუქტი. მასში პრაქტიკულად არ არის ცხიმები და ნახშირწყლები, კალორიულობა კი მხოლოდ 25 კკალ 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ამისა, ზღვის კომბოსტო შეიცავს A, E, C, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინასა და მაგნიუმს.
ფეიხოა
დღიურ დოზას შეიცავს 214 გრამი პროდუქტი. იგი გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, მდიდარია С, Е, РР, В ჯგუფის ვიტამინებით, მიკროელემენტებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, უჯრედისით, ორგანული მჟავებით, მათ შორის ვაშლის, ლიმონის, ასევე 5 შეუცვლელი ამინომჟავით.
ხურმა
დღიურ დოზას შეიცავს 500 გრამი ხურმა, იგი გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი ხილია. მასში ასევეა მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, A, C და PP ვიტამინები.
სიახლეები
- გიგა ბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს
- “ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
- მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
- “დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
- “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა