სვანეთის ყველა დამსვენებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.
იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სვანეთში ტურისტული მიზნებით იმყოფება მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა. თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სვანეთშივე გაიაროს კარანტინი, ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც არსებობს საკარანტინე სივრცეები.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი იყოს მინიმალური.
ქვრივიშვილის თქმით, ის სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გადაკეთდება საკარანტინე ზონად. საამისაოდ ტურიზის ადნმინისტრაცია მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს სვანეთის ყველა სასტუმროს მენეჯმენტთან.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სვანეთში იმყოფებიან შიდა ტურისტული მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებს მოიწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ სასტუმროებში და ადგილებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ რომ მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, სადაც ისინი იმყოფებიან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
სიახლეები
- ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს მალე აპირებს, აშშ-ში კი ევროპელ ლიდერებს ელოდებიან
- სტამბოლის პოლიციამ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა
- “ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს” - კახა კალაძე
- “ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- “კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებულ ყოველ შემდგომ თამაშზე” - ირაკლი კობახიძე