კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან 9 ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
„დღეს გვაქვს 554 ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 118 პაციენტს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია. აქტიური შემთხვევა 3 874 გვაქვს. ამ პაციენტებიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.
სიახლეები
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
- ლარის კურსი
- ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა