თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
თეირანის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ირანის დედაქალაქში, ღამით მომხდარი ტერაქტების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა.
,,გუშინ ღამით, თეირანში მომხდარი დაბომბვის შედეგად, 10 წლამდე ასაკის ექვსი ბავშვი დაიღუპა“, – ნათქვამია ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თეირანში საცხოვრებელი შენობა, რამდენიმე ჭურვის დარტყმის შედეგად, მთლიანად განადგურდა. დაიღუპა, სულ მცირე, სამი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან შვიდი ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. დაშავებულები უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
სიახლეები
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
