ქუთაისში 68 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე შეფასდა როგორც მძიმე და თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
სიახლეები
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
- ლარის კურსი
- ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა