საქართველოში ,,რემდესივირის" შემოტანის თარიღი ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველო „რემდესივირს“ მიიღებს.
"მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ახალი და დღეისათვის ყველაზე იმედის მომცემი მედიკამენტის, "რემდესივირის“, რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა. ,,რემდესივირის" შემოტანა ჯერჯერობით ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, უკვე შემუშავებულია მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დგას მედიკამენტის რიგში, გარდა ამისა, ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა. ზოგიერთ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება წამლის მოწოდებას, თუმცა, აქ გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა, ყველაფერთან ერთად რა მკურნალობაც უტარდებათ, სამკურნალოდ დაემატებათ დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება "რემდესივირი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ევროკავშირმა COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისნებართვა ოფიციალურად გასცა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით, მედიკამენტ ,,რემდესივირს" მხოლოდ მძიმე პაციენტებში, მკაცრი მეთვალყურეობით გამოიყენებენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე