პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა - ლევან რატიანი
"პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა, მიუხედავად იმისა, მას ეს სჭირდება თუ არა"- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან რატიანის თქმით, 30 კვირის ორსული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქად ფასდებოდა და კლინიკური დირექტორის გადაწყვეტილებით დატოვა საავადმყოფო.
"პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა, იმის და მიუხედავად მას საჭიროებს თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვინაიდან არცერთი ვიტალური პარამეტრი, როგორც ორსულის ასევე ნაყოფის არ შეესაბამება პათოლოგიურ მდგომარეობას. ქალბატონს სურდა კლინიკიდან გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაწყვიტა კლინიკურმა დირექტორმა დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა პაციენტს კლინიკა"- განაცხადა ლევან რატიანმა
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ორსული გაიქცა, რასაც კლინიკის დირექტორი უარყოფს.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა