,,არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება" - რატიანი
იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.
ლევან რატიანმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა.
„თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება, გადარჩეს.
ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ; ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა ,,პირველი არხის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
