"თუ ლოკდაუნი არ გვინდა, მაშინ შევასრულოთ რეგულაციები"-თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა ეკონომიკის ინტერესები, ხალხის სურვილი, ასევე ის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს და ლოკდაუნი არ გამოაცხადა.
ცერცვაძის თქმით, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით ინარჩუნებს იმის უნარს, რომ პაციენტების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს, თუმცა კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა უსასრულოდ არ შეიძლება.
ამიტომ, ცერცვაძე მიმართავს მოქალაქეებს, თუ არ სურთ ლოკდაუნის გამოცხადება, ელემენტარული რეგულაციები დაიცვან.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკის ინტერესები, რომ არ მოხდეს რეცესია, ხალხის სურვილი, რომ არ შეუქმნას დისკომფორტი ლოკდაუნმა და საარჩევნო პროცესი, რომ ჩრდილი არ მიადგეს. ვთქვათ, ყველას გვქონდეს გამოხატვის თავისუფლება, ლოკდაუნზე არ წავიდა ჩვენი მთავრობა, ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს კლინიკური სექტორი იმის უნარს, რომ გაუმკლავდეს პაციენტების გაზრდილ რაოდენობას, მაგრამ არ შეიძლება უსასრულოდ კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა. ამიტომ მინდა, მივმართო ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ ლოკდაუნი არ გვინდა და არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია – პირბადე ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებიდან შეძლებისდაგვარად თავის არიდება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა