"მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს!"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.
მისივე განმარტებით, საზოგადოება ერთი მხრივ, წუხს ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა, მეორე მხრივ, არაფერს აკეთებს ამ რაოდენობის შესამცირებლად.
"თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე.
როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილობის შემცირებაზე. ზოგიერთ ქვეყანამ სამჯერადადაც კი აცრა.
საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ერთ მხრივ თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ხუთჯერ მაინც.
სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"