30 დეკემბერს, ქუთაისის სასტუმრო "Best Western Kutaisi"-ში ვან გეგას ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
30 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისის მერია და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi" პატარა ქუთაისელი მხატვრის - ვან გეგას ნახატების გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებათ.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ადგილზე გაეცნოს ვან გეგას შემოქმედებას და მისი ნამუშევრები შეიძინოს.
ვან გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია. ის ასევე, ჩვენი ქვეყნის სახელით პირველად მოხვდა მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე „Toyota dream car art“- ის მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა.
გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. ხატავდა ანიმაციის გმირებსა და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია კუბიზმით, აბსტრაქციითა და ავანგარდით. ხატავს ფანქარში, აკრილსა და ზეთში.
მისი ნამუშევრები გამოყენებულია ცნობილი ქართული ბრენდების ეტიკეტად. ქუთაისელი მხატვარი ფარმაცევტული კომპანია ,,პსპ"-ს გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები