"პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
ივანიშვილმა, რომელმაც უდიპლომო "პრეზიდენტი" დანიშნა, ახლა უდიპლომობის გამო არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია არ დაუშვა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
როგორც სააკაშვილი წერს, პატრიარქის არჩევნების სცენარი „დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.
„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს.
ამ "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.
ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ - "Потерявши голову по волосам не плачут".
ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც "პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო.
ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების.
არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც“,- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
