ამ გვერდის ამობედვა

"ძალიან სერიოზული გამოწვევაა" - გიორგი თავაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ოთხწლიან პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

გიორგი თავაძემ ყურადღება თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ პრობლემებზე გაამახვილა.

 

როგორც მან განაცხადა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი ითანამშრომლებს სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან. მისი მიზანია თეატრში სპექტაკლის აკადემიური ხარისხი გაიზარდოს.

 

“ძალიან სერიოზული გამოწვევაა და კარგად მაქვს გაცნობიერებული,თუ რა მნიშვნელობისა და ტრადიციის თეატრში ჩამოვედი. მთავარი აქცენტი მაღალ მხატვრულ რეპერტუარზე მაქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ვფიქრობ, რომ თეატრი არის ის ადგილი, სადაც მაღალ ხელოვნებასთან მინიმუმ მიახლოებული მაინც უნდა იყო. გართობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მათ შორის თეატრშიც, მაგრამ რაღაც თამასა არსებობს, რომლის ქვემოთაც აკადემიური თეატრი არ უნდა ჩამოდიოდეს. უამრავი პრობლემაა, შენობა სარემონტოა. მაჩვენეთ, რომელიმე თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც იტყვის, რომ მას ფული ჰყოფნის, - ამას არ დავიჯერებ, რადგან ასეთი რამ არ ხდება. ასევე ვფიქრობთ გრანტების მოძიებაზე და ახალ პროექტებზე, რადგან ამის გამოცდილებაც მაქვს”, – განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ Firstnews.ge - თან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი თავაძე აღნიშნულ თანამდებობაზე, კულტურის სამინისტრომ 4 წლის ვადით დანიშნა.

წაკითხვა 643 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2022

სიახლეები