"ანანკე", ჩვენს თვალწინ დამწვარი ესმერალდა, კვაზიმოდო და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ANAГKH – ეს ბერძნული ასომთავრული წარწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა ხელით ამოკვეთილი.
ქართულად ის ბედისწერას ნიშნავს და რთული წარმოსადგენი არ არის, რაოდენ დატანჯული და ცხოვრებით გაწამებული უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ უბედური სიტყვის დაწერის გარეშე არ მოისურვა ამქვეყნიდან წასვლა.
“ანანკე” – ეს იყო სწორედ ის სიტყვა, რომელმაც შექმნა საოცარი რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ...
გუშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ ჩაიფერფლა პარიზის დიდებულება, ღვთისმშობლის ტაძარი, თითქოს ყველას კიდევ ერთხელ მოგვიკლეს ესმერალდა, თითქოს კიდევ რეკდა გლოვის ზარს კვაზიმოდო, ჩვენ კი უძლურნი ბედისწერის წინაშე, ვტიროდით ყველაფერს ერთად.
ვიქტორ ჰიუგო კი გვახსენებდა, რომ:
“სიყვარული ჰგავს ხეს, იგი თავისუფლად იზრდება ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგძობს მწვანედ ხასხასს”.
" მას ეჭირა გულშეწუხებული გოგონა თავის უხეშ ხელებში ისე ნაზად, როგორც თეთრი ქსოვილი, ეჭირა ისე ფრთხილად, რომ ეშინოდა, ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ის გრძნობდა, რომ ის იყო ძალიან ძვირფასი, ნაზი ქმნილება, მაგრამ არა ამ ხელებისათვის..."
... "ანანკე", "ანანკე"....
ბ ე დ ი ს წ ე რ ა ..

სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი