დღეს საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“- გამოფენა "Summer is here" გაიხსნება
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“- გამოფენა "Summer is here" გაიხსნება.
აღნიშნული გამოფენა წარმოგიდგენთ ხელოვანი ადამიანებისთვის მრავალფეროვან ინსპირაციის თემას.
გამოფენაში მონაწილეობენ:
ანა ბოტკოველი
თამარ თალი თოიძე
თამთა თოიძე
ნანა მელქაძე
ნინო რამიშვილი
მედეა ყირიმელი
თამარ ხორხელი
გამოფენის შესახებ FirstNews.ge –ს ერთ-ერთი მონაწილე მოქანდაკე თამარ თალი თოიძე ესაუბრა:
„თითოეულ შემოქმედს ინდივიდუალური ხედვა და სათქმელი აქვს სოციუმის მიმართ. სწორედ ამის გამოხატვა და გადმოცემა გვსურდა ერთობლივი ძალებით..
გვსურს პოზიტიური შეგრძნებები და ხედვა ვაჩვენოთ საზოგადოებას და ამით დადებითი განწყობა გამოვიწვიოთ მათში მრავაფეროვანი და საინტერესო ექსპოზიციით!
დღევანდელი თანამედროვე ტენდენცია ხელოვნებაში ძალიან მრავლისმთქმელია თავისი შინაარსობრივი დატვირვით.. თანამედროვე ხელოვნება უმეტესწილად საზოგადოებაში და პრობლემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს...
გვსურს ადამიანებს რადიკალურად განსხვავებული და ინოვაციური სიახლე შევთავაზოთ და მათი ყურადღება ნეგატიურიდანპოზიტიურისკენ მივმართოთ.
ამ მიზნით ჩვენი გამოფენის იდეალოგიური მამამოძრავებელი ნიშა საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა.
სწორედ ამ მიზნით შვიდი ქალი ხელოვანი გავერიანდით და წარმოგიდგენთ გამოფენას, რომელსაც ყველასთვის დადებითი განწყობის მომგვრელი სახელი დავათქვით, ანუ ეს არის ასოციაცია საზოგადოების დასვენებასთან, მრავაფეროვნებასთან და სასიამოვნო განწყობასთან,“- აღნიშნა თამარ თალი თოიძემ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი