"პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, არ დაურთოს ვეტოს მოტივირებული შენიშვნები.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა.

„მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა, რომ უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ ევროპულ [გზას], თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ იძახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ ვეტოს დასაბუთებას არ გავუკეთებო, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. უნდა, ალბათ, რომ ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, მანამ, სანამ, ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის?! კითხვა დაუსვით ამ ადამიანს, რა გაუკეთებია სალომე ზურაბიშვილს, გნებავთ იმავე ევროინტეგრაციის გზაზე რა გაუკეთებია. თუ რამე მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და ეს გაბუტვები, არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 230 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.