ხვალ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საგამოფენო ფესტივალი „100 გონება“ გაიმართება
ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ახალ კორპუსში, პროექტ - #მეხელოვნება -ს ფარგლებში საგამოფენო ფესტივალი „100 გონება“ გაიმართება.
ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 100 არტისტი მიიღებს (მხატვარი,ფოტოგრაფი,სკულპტურისტი, make-up არტისტი და ა.შ). დამთვარიელებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში ეწვიოს 100 არტისტის პერსონალურ გამოფენებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 5 000 ნამუშევარი.
ფესტივალის შესახებ FirstNews.ge-ს მოქანდაკე თამარ თალი თოიძე ესაუბრა:

„აღნიშული პროექტი სოციუმში თანამედროვე ხელოვანთა პოპულარიზაციას ემსახურება. სულ 100 არტისტი ვღებულობთ მონაწილეობას და შესაბამისად კონტიგენტიც ძალიან მრავაფეროვანია. წარმოდგენილი იქნება ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, გრაფიკა, ასევე make up არტისტები, ბოდი არტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ვიზუალური არტი და ა. შ.პირადად მე, ამ პროექტისთვის პირველად გამოვიტან საჯარო სივრცეში ჩემს ფერწერულ ნამუშევრებს და ასევე, ჩემი სტილიზებული ქანდაკებების ახალ ვერსიებს. ასე, რომ ძალიან მრავაფეროვანი და საინტერესო ექსპოზიცია ელოდება სტუმრებს.“

პროექტის ორგანიზატორია კომპანია "Georgian art project" და სახელოვნებო გაერთიანება "Seu art project". საგამოფენო ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან