" საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა - კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პირველი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთი მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორე მხრივ ხალხის შევიწროებას“.
„პირველი მაისიდან ძალაში შევიდა გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა. იხსნება ახალი საჯარიმო მოედნები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას ემატება ბევრად მეტი საჯარიმო კამერა.
საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა. თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით იმის გამო, რომ სახლები ჩადგეს, შესაბამისად ლეგალური დასაყენებელიც არსადაა, ამიტომ დაჯარიმება თითქმის გარდაუვალი ხდება.
თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად.
მოკლედ, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთის მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორეს მხრივ ხალხის შევიწროებას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
