გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი განახლდა
თბილისის მერიამ 2019 წლის აპრილში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი დღეიდან უმასპინძლებს.
„დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და ჩვენი ისტორიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. შემოდგომაზე გავხსნით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტის გახსნა იგეგმება“- განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.
ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი