"ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირება უფრო მასიური უნდა გავხადოთ"
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ კორონავირუსის 980 შემთხვევას ტესტირებების მომატებულ რაოდენობას უკავშირებს.
"ეს არის გამოწვეული იმით, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიRებული გადაწყვეტილებით დავიწყეთ უკვე ჩვენი მოქალაქეების გაფართოებული ანტიგენით ტესტირება, შესაბამისად 400-მდე შეადგენს სწორედ ამ ანტიგენით გატესტილ რაოდენობას. ჩვენ ვაფართოებთ ანტიგენით ტესტირებას არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის ყველა რაიონში. უფრო მასიური უნდა გავხადოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირება. ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ შეიძლება გაიზარდოს რაოდენობა, მაგრამ დროულად მოხდება გამოვლენა ინფიცირებულების და მათი იზოლაცია",-აცხდებს ზვიად შალამბერიძე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საწოლფონდის რაოდენობაზეც ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტში 1200- მდე საწოლია, რასაც ხვალიდან კიდევ 55 ემატება. ახალი კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტებს მიიღებს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრია, რომელსაც ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი ექნება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან