"ჩვენი მოქალაქეები მუნიციპალურ სერვისებს შეუფერხებლად მიიღებენ"- იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.
მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, მერიაში მისვლა არ დასჭირდებათ, ყველა სერვისს ტერიტორიულ ერთეულში, უბნების მიხედვით მიიღებენ.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე გაითავისოს და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიღება.
ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მოქალაქეებს მერიაში მოსვლა აღარ დასჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შეძლონ. ისინი ყველა საჭირო სერვისს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიიღებენ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
იოსებ ხახალეიშვილმა გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში მშენებარე სპორტული მოედანი დაათვალიერა. სპორტული მოედნის მოწყობისთვის 70 000 ლარი იხარჯება.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება